ახალი ამბები
სინოპტიკოსები კვირის ბოლომდე მზიან ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე უმეტესად თბილი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5  ივნისს ჰაერის ტემპერატურა იმერეთში 27-32 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 7-8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ხანმოკლედ იწვიმოს. ხოლო ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება. 

"კვირის ბოლომდე ძირითადად თბილ და მზიან ამინდებს ველოდებით," -  ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, თბილი ამინდები დასავლეთ საქართველოში 10 ივნისამდე შენარჩუნდება. 


Print