ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე ახალი ავტომაგისტრალი მოეწყობა (ვიდეო)
FaceBook
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ხევი-უბისასა და ჩუმათელეთი-ხევი-უბისა-შორაპნის გზაზე ავტომაგისტრალი მოეწყობა.
12 კილომეტრინი გზა, რომელიც მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, დაგეგმილია სამი კვანძის მოწყობა.

ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში, იგეგმება 4-ზოლიანი მაგისტრალის მოწყობა, პროექტის ფარგლებში ამ მონაკვეთზე ასევე, დაგეგმილია 18 გვირაბისა და 35 ხიდის მოწყობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, ხოლო ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმა საკუთარ თავზე აიღო.

უწყების ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მგზავრობის დროის შემცირებას.

ნახეთ პროექტის ვიდეო რუკა:

Print