ახალი ამბები
ტყიბულში მუშების გარდაცვალების მიზეზი ერთ კვირაში გახდება ცნობილი
FaceBook
ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე შრომის ინსპექტირების ჯგუფი  ამ დრომდე მოკვლევას აწარმოებს.

"იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა მუშების გარდაცვალების მიზეზი, ეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი," - ამბობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე ცნობით, ინსპექტირების თანამშრომლები ტრაგედიის ადგილზე ფაქტის დაფიქსირებისთანავე მივიდნენ და სამუშაო ადგილის გამოკვლევა მყისიერად
დაიწყეს.

ტყიბულში ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე უბედური შემთხვევა 2 მაისს მოხდა. კარიერზე ორი დასაქმებული გარდაიცვალა.

ტყიბულში, დასაქმებული მუშების ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი უჟანგბადობა იყო.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო. იგივე მიზეზებზე საუბრობენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

ღია კარიერი ინდმეწარმის საკუთარებაა, რომელთან როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაღუპულ მუშებს ხელშეკრულება არ ქონდა დადებული და ისე მუშაობდნენ. ამ დრომე ადგილზე არ გამოჩენილა ინდ.მეწარმე, რომლის მფლობელობაშია აღნიშნული კარიერი.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ტყიბულში ღია კარიერზე ორი მუშა დაიღუპა

"უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, რადგან ჰაერის მიუწოდებლობას ქონდა ადგილი" - ტყიბულში მომხდარზე

Print