ახალი ამბები
თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც ადგილზე დასაქმებული მუშები განმარტავენ, პირველი ეტაპი დემონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ დროისთვის კი  ხიდის მოაჯირების გაფხეკა ხდება. 

თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ალმა-რუს საქართველომ" ხიდის რეკონსტრუქცია უნდა მოახდინოს.



კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხიდი 5 ივნისიდან გადაკეტილი იქნება.



სარეკოსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდზე ხის საფარის აღება და მინის იატაკით უნდა შეცვლა მოხდება. ასევე, ხიდის მოაჯირები და ლითონის კონსტრუქცია, რაზეც ხიდის საფარია დამაგრებული გაიწმინდება, შემდეგ შეიღებება. 

კომპანია "ალმა-რუს საქართველოს" თეთრი ხიდის რეკონსტრუქციისთვის ვადა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე აქვს.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხდა. პირველი ტენდერი მონაწილეთა არაარსებობის გამო ჩაიშალა.

ხიდის პროექტმა საზოგადოების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

უმრავლესობას ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების იდეა არ მოეწონა.


ამავე თემაზე:

1 ივნისიდან თეთრი ხიდის დემონტაჟი დაიწყება

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია
Print