ახალი ამბები
ტურისტული კვირეული წყალტუბოში - სტუმრებს ბევრი სანახაობა ელოდება
FaceBook

წყალტუბოში ტურისტული სეზონის კვირეული 4 ივნისიდან 9 ივნისამდე გაგრძელდება.

ვიზიტორებს ტურისტულ სეზონზე, ადგილობრივი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ბევრ საინტერესო აქტივობასა და სიურპრიზს პირდებიან. 

"ასეთი მასშტაბური და დატვირთული კვირეული ჯერ არ ჰქონია წყალტუბოს, სტუმრებს ბევრი საინტერესო სანახაობა ელოდება. ასევე, ამ კვირეულით ყველას მოვუწოდებთ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით," - ამბობს წყალტუბოს მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე.

ტურისტული კვირეულის განრიგი შემდეგ აქტივობებს ითვალისწინებს: 

4 ივნისი - ველორბოლა 17:00 საათზე  - ფლეშმობი ( ტურიზმის ცენტრი )

5 ივნისი - Street Ball - 17:00  საათზე - ფლეშმობი ( სასტუმრო Tskaltubo Plaza მიმდებარედ )

6 ივნისი - ნავებით შეჯიბრი - 17:00 საათზე ( ცივი ტბა )

7 ივნისი - ციგუნი - (სუნთქვითი ხელოვნება)  18:00 საათზე

8 ივნისი - ლაშქრობა - 12:00 საათზე ( ახალი ტურისტული მარშრუტის აღმოჩენა )

9 ივნისი - ბადმინტონი - 10:00  საათზე ( სპორტის სასახლე )

9 ივნისი - ტურისტული სეზონის გახსნის კვირეულის დახურვა - 21:00 საათზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი  (სანატორიუმი მედეა). 



 

Print