ჭიათურაში 2018 წლის 4 ივნისს დაგეგმილი მაღაროელთა გაფიცვა აღარ
შედგება.
  
მაღაროში დასაქმებულებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებას 3 ივნისს,
გვიან ღამით მიაღწიეს.
შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროელებს, რომლებიც ხელფასის 30%-იან
ზრდას ითხოვდნენ, ანაზღაურების მხოლოდ 10%-იანი მატება შესთავაზა.
2019 წლის 1 იანვრიდან კი, ზეგანაკვეთურ სამუშაოსა და სადღესასწაულო
დღეებში  ბონუსების გაცემის საკითხის გადახედვის პირობა
დადო.
კომპანიის პირობები მაღაროელებისთვის მისაღები აღმოჩნდა.
როგორც "მეტალურგიული  და სამთო- ქიმიური მრეწველობის მუშაკთა
პროფკავშირის" თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე ამბობს,  30%-იანი
მატების მოთხოვნა იყო მათი გეგმის მაქსიმუმი, რაზეც დათმობა
შეიძლებოდა.
"გაფიცვის დროს იგეგმება პროგრამის მაქსიმუმი და მინიმუმი. 30% იყო
მაქსიმუმი, ხოლო 10% ის მინიმუმი,  რაზე ქვემოთაც არ
ჩამოვიდოდით. არც ამაზე  მოდიოდა კომპანია,
ბოლო წუთამდე  5%ზე მეტს არ თანხმდებოდა, მაგრამ
მაინც  მივაღწიეთ  შეთანმხებას. მაღაროს არსებობის
ისტორიაში, ხელფასის ასეთი მატება არ ყოფილა", - ამბობს თამაზ
დოლაბერიძე.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებმა
სრულმასშტაბიანი გაფიცვა 
27 მაისს დაანონსეს.
3 260 მაღაროელი ხელფასის 30%-იან ზრდას და სამუშაო პირობების
გაუმჯობესებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით
იმუქრებოდა. 
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 867 ლარია.
  
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები