ახალი ამბები
დღეს პრემიერ-მინისტრი ქუთაისს ეწვევა
FaceBook
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, პარლამენტთან "დევნილთა ქალაქის" მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართან  დღეს 13 საათზე ქუთაისს ეწვევა.
პრემიერი და სოზარ სუბართან ერთად დევილებს ქუთაისში, ახლადაშენებულ კორპუსში ბინებს გადასცემს. რომლის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტთან დევნილთა ქალაქის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.
დევნილთა ქალაქი ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის ქუჩა N 35 - ში მოეწყობა.
დევნილთა ქალაქის სრული პროექტის მიხედვით 2,7 ჰექტარი მიწის მონაკვეთზე, დევნილებისთვის ოცდახუთი 16 სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც 2000 ოაჯხზე იქნება გათვლილი. დევნილთა ქალაქთში იმერეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეასახლებენ.
როგორი იქნება ქუთაისში დევნილთა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ნახეთ ფოტო:
Print