ახალი ამბები
"უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, რადგან ჰაერის მიუწოდებლობას ქონდა ადგილი" - ტყიბულში მომხდარზე
FaceBook
ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე დასაქმებული მუშების ინფორმაციით, მომხადარი უბედური შემთხვევის მიზეზი უჟანგბადობა იყო.
"სამუშაოები მიმდინარეობდა დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რადგან მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა. მეორე მუშა მის საშველად ჩავიდა მიკრო-შახტში ჩავიდა და უჰაერობა რომ იყო ისიც ადგილზე გარდაიცვალა", - განმარატვენ ღია კარიერზე დასაქმებული მუშები.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო. იგივე მიზეზებზე საუბრობენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

"უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, რადგან ჰაერის მიუწოდებლობას ქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, პროფკავშირი ამ საქმეს არ დატოვებს ასე. დაღუპულების ოჯახებსაც სამართლებრივ დახმარებას გაუწევს და დასკვნებს ცოტა მოგვიანებით დავდებთ თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი", - ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი პაატა ნინუა.

ღია კარიერი ინდმეწარმის საკუთარებაა, რომელთან როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაღუპულ მუშებს ხელშეკრულება არ ქონდა დადებული და ისე მუშაობდნენ. ამ დრომე ადგილზე არ გამოჩენილა ინმეწარმე რომლის მფლობელობაშია აღნიშნული კარიერი.

ტყიბულში უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ კრიმინალისტები. ადგილზე ჩავიდნენ შრომის ინსპექციის წარმოამდგენლებიც, რომლებიც შეისწავლიან მომხადრის მიზეზებს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო


ამავე თემაზე:

ტყიბულში ღია კარიერზე ორი მუშა დაიღუპა

Print