ახალი ამბები
ჟურნალისტები ბაშვობის ფოტოებში - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფოტოების გამოფენა მოეწყო.
წარმოდგენილი იყო ქალაქში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტების ბავშვობის ფოტოები.

იდეის ავტორი და ორგანიზატორი ჟურნალისტი, ციცი ჯინჯიხაძეა.

"მსურდა, რომ ამ დღესათან დაკავშირებით განსხვავებული რაღაც გამეკეთებინა. ჩვენ ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ჟურნალისტებს კი განსაკუთრებული ალღო და ხედვა გავქვს და ამ გამოფენის მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რამდენად შევძლებდით, ბავშვობის დროინდელ ფოტოებში ერთმანეთის ამოცნობას," - ამბობს ციცი ჯინჯიხაძე.

გამოფენა კონკურსის თანხლებით წარიმართა. მედიის წარმომადგენლებს ბავშვობის ფოტოებში საკუთარი კოლეგები უნდა ამოეცნოთ. დაგროვებული ქულების მიხედვით გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველ ადგილზე ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურის თანამშრომელი, თეონა ჭეიშვილი, მეორე ადგილზე ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი, დავით ლიკლიკაძე, ხოლო მესამეზე სააგენტო ნიუპრესის წარმომადგენელი, ნესტან ჩაგელიშვილი გავიდა.

გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


Print