ახალი ამბები
ტყიბულში ღია კარიერზე ორი მუშა დაიღუპა
FaceBook
ტყიბულში, ყოფილი სტალინის შახტის ტერიტორიაზე, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე დღეს დილით ორი მუშა დაიღუპა. მათი ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაიყვანეს.

"არაფერი ჩამონგრევა არ ყოფილა. როგორც ვიცით გაზით არიან გაგუდულები", - ამბობენ ადგილობრივები. მათი თქმით, დაღუპულიდან ერთი 60 წლამდე მამაკაცი, ხოლო მეორე 30 წლამდეა, რომელიც ტყიბულის თეატრის მსახიობიც იყო.

ღია კარიერი ინდმეწარმის საკუთარებაა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


დამატებით დეტალებს შემთხვევის ადგილიდან ჩვენი ჟურანალისტი მოგვაწვდის.



Print