ახალი ამბები
ქრისტინეს სამხატვრო სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მუზეუმში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში მხატვარ ქრისტინე რობაქიძის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეების ნამუშავერების გამოფენა გაიმართა.

ორმოცი ბავშვის ასამდე ნამუშევარს მუზეუმის ძირითადი დარბაზი დაეთმო.

მუზეუმის წარმომადგენლებმა თავად შესთავაზეს მოეწყოთ გამოფენა.

„პირველი მემთხვევაა როდესაც სხვამ დაგვპატიჟა საკუთარ სივრცეში. ჩემთვის სევდიანი პირველი ივნისია, უცნაურად დაემთხვა გამოფენა დღევანდელ მოვლენებს. ჩემი დიდი სურვილია მსოფლოს ყველა ბავშვს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს ძალადობა,  სიღარიბე და ომი. ყველა იმის განწობაზე იყოს რომ ხატონ და დატკბნენ ნამუშევრებით“- ამბობს ქრისტინე რობაქიძე. 

იგი მიუთითებს იმ მთავარ მონაპოვარზე რაც ბავშვებს გააჩნიათ მუშაობის დროს. ე ს არის თავისუფლება და შეუზღუდაობა შემოქმედებით პროცესში. 

გამოფენაში ყველა ასაკის ბავშვი იღებდა მონაწილეობას. ყველაზე პატარა ოთხი წლის გახლდათ.







Print