ახალი ამბები
"დადგენილება შემუშავდა ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების საფუძველზე" - წყალტუბოს საკრებულო
FaceBook
წყალტუბოს სკრებულოში მათ მიერ მიღებული ცხოველებთან მოპყრობის დადადგენილების შესახებ განმარტებას აკეთებენ.
"აღნიშნული დადგენილება შემუშავდა არასამთავრობო სექტორისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების საფუძველზე. 2018 წლის 30 აპრილს ა(ა)იპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ წერილობითი რეკომენდაციებით მომართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას, რათა ზემოთხსენებულ დადგენილებაში შესულიყო სხვადასხვა ტერმინოლოგიური ცვლილებები. დოკუმენტი მომზადდა და გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად, რის საფუძველზეც დამტკიცდა დადგენილება," - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

მათივე ცნობით, დადგენილების თანახმად, წესის მიღების მიზანია მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. 

"ბოლო პერიოდში საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას ცხოველთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გახშირებული ფაქტები. დოკუმენტი ადგენს იმ ქმედებების ნუსხას, რომელებიც წარმოადგენს ცხოველთა უფლებების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმის, ცხოველების, როგორც ცოცხალი არსებების, სიცოცხლეს," - განმარტავენ მუნიციპალიტეტში. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მდინარე წელს მიღებული დადგენილებით  ცხოველებთან ზოოფილური აქტები, ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქების მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა და "მენტალური ტანჯვა" იკრძალება. 

დადგენილების მიხედვით, იკრძალება ცხოველის პატრონისგან მიტოვება, ასევე მისი რეკლამაში, კინოგადაღებასა და ფოტოგრაფიაში გამოყენება.

ჩამოთვლილი ქმედებების გარდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცხოველებთან მოპყრობის სხვა წესებიც მიიღეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის 18 მუხლიანი დადგენილების შეუსრულებლობა ურჩ მოქალაქეებზე სასჯელსაც ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

წყალტუბოს საკრებულომ ცხოველების მენტალური ტანჯვა, ნისკარტის და ბუმბულის მოგლეჯა აკრძალა


Print