ახალი ამბები
ქუთაისში მორიგე ბაღები ივლისის ბოლომდე იმუშავებს
FaceBook
ქუთაისში, საბავშვო ბაღებში ზაფხულის არდადეგებზე,  ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.
საუბარია, ქუთაისის მეოთხე და N31-ე ბაღებზე, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესს ივლისის ბოლომდე გააგრძელებენ. 

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზაფხულის არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყება.

ქუთაისში სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, 10 000-მდე ბავშვია რეგისტრირებული.

Print