ახალი ამბები
"ნუ მომკლავ" - საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook
"ნუ მომკლავ",  "აღსრულდეს სამართალი" - ამ სლოგანებით ქუთაისში მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ რიგითი ადამიანები, პოლიტიკური პარტიებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

აქციის მონაწილეებმა, მდუმარე აქციით გააპროტესტეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიების შედეგები.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, მოზარდების ჩხუბში გარდაცვლილ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, ხოლო, მეორე გარდაცვლილის, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, კვალიფიკაცია შეუცვალა და მას მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ ჰყავს.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა გარდაცვლილ დავით სარალიძის მამისთვის, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურასთან დილიდან აქციას მართავს.

ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პოსტიდან გადაყენებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რეალური დამნაშავეები დაკავებული არ არიან და მათ პროკურატურა ხელს აფარებს.

საპროტეტსო აქციის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. 

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.

ამავე თემაზე:

"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში


Print