ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსი იწვის (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩა N 50-ში მდებარე კორპუსის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამ  დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობს  ხანძრის ჩაქრობა. 




"კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა ცეცხლი. უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი. თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია და არ არსებობს გავრცელების საშიშროება," - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ჯერ არ არის დადგენილი რა ფართობია დამწვარი ხანძრის შედეგად. ასევე, უცნობია  საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Print