ახალი ამბები
1 ივნისს, გაბაშვილის სახელობის პარკში ატრაქციონები უფასოდ იმუშავებს
FaceBook
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება. ბავშვები ატრაქციონებით დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ისარგებლებენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებაცაა დაგეგმილი.

14:00 საათიდან ცენტრალურ ბაღში ნიღბებისა და კოსტუმირებული პერსონაჟების წარმოდგენა გაიმართება.

ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ.

16:00 საათზე გალერეა "ვარლაში" ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრთა გამოფენა სახელწოდებით "ცა ყველასთვის ერთია" მოეწყობა.

15:00 საათზე კი ავტოქარხნის ხიდიდან კიკვიძის სკვერამდე, 3 კმ.-იან დისტანციაზე მოეწყობა გარბენი "სიცოცხლე - მოძრაობაა"
გარბენში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

Print