ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში ჭერი მეორედ ჩამოინგრა
FaceBook
ძლიერი ქარის შედეგად, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში საკანდელიძეების ოჯახში ჭერი ჩამიონგრა.

შემთხვევა 29 მაისს ღამის ათ საათზე მოხდა. ე.წ. პენოპლასტის ჭერი სოციალურად დაუცველთა ოჯახში აბაზანაში ჩამოიყარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"გადავრჩით, რომ იმ მომენტში არცერთი ბავშვი არ ყოფილა სააბაზანოში, არც რომელიმე ჩვენგანი. უკვე მერამდენე ფაქტი ხდება ასეთი აღარ ვიცით. გვენგრევა თავზე საცხოვრებელი და არავინ გვშველის," - ამბობს დაზარალებული ჟანა საკანდელიძე.

ობიექტიდან ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის. საცხოვრისი ექსპლუატაციდან ექვს თვეში დაზიანდა. რის გამოც, ობიექტში შესახლებულმა შენობიდან გაყვანა მოითხოვეს.

ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ მერიამ ობიექტის მდგრადობის დასადგენად ექპერტიზა ჩაატარა, რომლის პასუხების შემდეგ გაირკვევა, რამდენად საშიშია ობიექტში ცხოვრება და დაექვემდებარება თუ არა ობიექტი რეაბილიტაციას.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა 17 აპრილს დაიწყეს. თუმცა, დასკვან ამ დროდმე არ დაუდევთ.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობისყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)
Print