ახალი ამბები
"მერიას ახლა გაახსენდა ხელფასების შემცირება“ - ოპოზიციამ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა ქალაქის ბიუჯეტში მილიონ ნახევრიან ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებისთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რაც ბიუეჯეტში განხორციელდა.

"მერიას ახლა გაახსენდა, რომ თურმე იმათი მუშაობა, ვინც 1 400 ლარს იღებდა, შეიძლება 900 ლარად, აღმასრულებელმა  დამატებითი თანხები გამოყო ორმოული შეკეთებისთვის, მაშინ, როცა მთელი ქალაქი გადათხრილია. ასეთ ბიუჯეტს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა სხდომაზე გია უკლებამ.

დეპუტატებმა მერიის ააიპებსა და შპს-ეებში დასაქმებულთა რაოდენობაც გააპროტესტეს და აღმასრულებელს საკითხის გადახედვისკენ მოუწოდეს.

"კარგი იქნება თუ გადახედავთ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას შპს-ეებსა და ააიპებში. ძალიან ბევრი ადამიანი გყავთ ხელშეკრულებით დასაქმებული, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 1 400 ლარიდან 900 ლარამდე ხელფასი, საბინაო სამსახურში ხელშეკრულებით აყვანილ 5 თანამშრომელს შეუმცირდა, რითიც თვეში 2 500 ლარს დაიზოგება. 

Print