ახალი ამბები
„მივმართავთ ბერას, გარეპოს მაინც“ –„ნაციონალური მოძრაობა“ ამორტიზებულ ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია უკლებამ ასათიანის ქუჩაზე მოუწესრიგებელ გზის საფარზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკვე 4 წელია ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა.

"წინა მერს არ ეყო ვადა იმისთვის, რომ ეს ქუჩა დაეგო, როგორც ვატყობ არც ამ მერს ეყოფა დრო და ხომ არ მივმართოთ ბერას, გარეპოს მაინც ამ პრობლემაზე",-განაცხადა გია უკლებამ.

ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ  უპასუხა და უთხრა, რომ ეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში არ შედის.

ქუთაისში, ასათიანის  ქუჩა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2014 წელს გადაითხარა. ქუჩა ნაწილობრივ დაიგო, თუმცა, დაპირებული გზის საფარი ამ დრომდე არ დაგებულა.

ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციას კომპანია smk  ახორციელებდა, რომელმაც სამუშაოები რამდენჯერმე შეაჩერა.

Print