ახალი ამბები
1 ივნისიდან თეთრი ხიდის დემონტაჟი დაიწყება
FaceBook
1 ივნისიდან თეთრი ხიდის დემონტაჟის სამუშაოები დაიწყება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ალმა-რუს საქართველომ" ხიდის რეკონსტრუქცია უნდა მოახდინოს.

კომპანიის წარმომადგენლის ზურაბ ყურუას თქმით, რეკონსტრუქციის პროცესში ხიდი დაკეტილი იქნება.

პირველ ეტაპზე მოხდება ხიდზე ხის საფარის აღება, რომელიც მინის იატაკით უნდა შეიცვალოს. ხიდის მოაჯირები და ლითონის კონსტრუქცია, რაზეც ხიდის საფარია დამაგრებული გაიწმინდება და შემდეგ შეიღებება, რასაც კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ერთი თვე დასჭირდება.

"ჩვენ უკვე ვიყავით ხიდზე გასული. მიდის მოსამზადებელი სამუშაოები. 1 ივნისიდან უკვე დავიწყებთ ინტენსიურ სამუშაოებს. ყველაზე რთული პროცესი მოაჯირებისა და ლითონის კონსტრუქციების გაწმენდა და მათი შეღებვა იქნება", - ამბობს ზურაბ ყურუა.

კომპანია "ალმა-რუს საქართველოს" თეთრი ხიდის რეკონსტრუქციისთვის ვადა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე აქვს.

ზურაბ ყურუა ამბობს, რომ სამუშაოებს დათქმულ ვადაში დაასრულებს.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხდა. პირველი ტენდერი მონაწილეთა არაარსებობის გამო ჩაიშალა.

ხიდის პროექტმა საზოგადოების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

უმრავლესობას ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების იდეა არ მოეწონა.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია
Print