ახალი ამბები
"გთხოვთ დამეხმაროთ, სიცოცხლე მინდა" - ანა კერესელიძეს დახმარება სჭირდება
FaceBook
ანას რთულად მოსასმენი დიაგნოზი დაუსვეს, სიცოცხლისთვის საშიში დიაგნოზი - მწვავე მიელოიდური ლეიკემია. ანას პირველ ეტაპზე ექიმები აიმედებდნენ, რომ მხოლოდ ქიმიოთერაპია გამოაჯანმრთელებდა. თუმცა, ბოლო ანალიზებმა აჩვენა, რომ "ქიმია" არ არის საკმარისი.

იმისთვის, რომ გადარჩეს ძვლის ტვინის გადანერგვაა საჭირო. მძიმე და ძვირი ოპერაცია.

ანა ამ სირთულის გადასალახად მზადაა, ამბობს რომ სიცოცხლისთვის ბრძოლას აპირებს. სჯერა რომ გადარჩება.

"ყველას გთხოვთ დამეხმაროთ, სიცოცხლე მინდა," - ამბობს ანა.

ოპერაციისთვის 120 ათასი დოლარია საჭირო.

"ოჯახმა ყველა სახსრები სცადა, სახლი დააგირავეს, თუმცა ბანკმა 20 ათას დოლარზე მეტი არ გასცა,"- ამბობენ ანას მეგობრები.

ანას სიცოცხლის გადასარჩენად კიდევ 100 ათასია შესაგროვებელი. მას ოპერაციამდე მხოლოდ ერთი თვე
აშორებს, ამ დრომდე ოპერაციისთვის საჭირო თანხა უნდა დაგროვდეს. ანა ოპერაციის დღეს იმედით ელოდება.

ანას დახმარების მსურველებმა მაგთის და ბილაინის აბონენტებმა, შემდეგ ნომერზე უნდა დარეკონ - 0901701388, ზარის ღირებულება 1 ლარია.

ხოლო თანხის ჩარიცხა მითითებულ ანგარიშებზეა შესაძლებელი - ვითიბი ბანკი - GE50VT1000000624414506 მიმღები ანა კერესელიძე; თიბისი ბანკი - GE79TB7358345061100073

Print