ახალი ამბები
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე გზის მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
იოანე პეტრიწის ქუჩის მე-2 ჩიხში გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ. ქუჩის მცხოვრებლების თქმით, პრობლემა წლებია არსებობს და ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათ გზის საფარის მოწესრიგების თხოვნით მერიას წერილობითაც მიმართეს.

"წერილში ეწერა რომ საკითხს შევიწავლითო, რა შესწავლა უნდა დაზიანებულ გზას არ ვიცი. წვიმიან ამინდში გზაზე საშინელი ტალახი დგება და აუტანელი სიტუაციაა", - ამბობს პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი მცხოვრები.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ქალაქში მიმდინარე წელს დაახლოებით 25 მისასვლელი გზა და ჩიხის გაკეთებაა დაგეგმილი. თუმცა, მათ შორის არ არის, პეტრიწი ქუჩა. მერიაში ამბობენ, რომ ამ ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება მომავალ წლამდე არ მოხდება.

Print