ახალი ამბები
"ველოდებით აგრეგატს" - ქუთაისში ყინულის მოედანი დაკეტილია
FaceBook
ქუთაისის ყინულის მოედანი, აგრეგატის, რომლითაც საფარის ხელოვნური გაყინვა ხდება, გაფუჭების გამო,  ერთი თვეა დაკეტილია. შვებულებაში არიან მწვრთნელებიც. 

ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში გვითხრეს, რომ აგრეგატს ელოდებიან, რომელიც საზღგვარგარეთიდან უნდა ჩამოიტანონ, რადგან საქართველოში არ იშოვება. გაფუჭების მიზეზად გაერთიანებაში ექსპლუატაციის ვადის გასვლას ასახელებენ. რაც შეეხება, ფიზიკურ მომზადებასა და ქორეოგრაფიას,  მას ბავშვები მოედნის გაუყინავ ზედაპირზე გადიოდნენ. 

"რადგან, ამ ვარჯიშებს არ სჭირდება ყინული. ამ ეტაპზე კი,  მწვრთნელები ერთთვიან შვებულებაში იმყოფებიან. ველოდებით აგრეგატის შეძენას, რომელშიც სამინისტრო და თვითმმართველობა ერთობლივად არის ჩართული. აგრეგატი ადგილზე ვერ გამოვცვალეთ, ამიტომ ველოდებით მის ჩამოტანას საზღვარგარეთიდან ",- ამბობენ გაერთიანებაში. 

ხელოვნურ საფარიანი საციგურაო მოედანი ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა. მიმდინარე წლის მონაცემებით,  ყინულის მოედნის ჯგუფებში 360 ბავშვი დაფიქსირდა.

Print