ახალი ამბები
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები მასშტაბურ გაფიცვას აანონსებენ
FaceBook
2018 წლის 4 ივნისს, ჭიათურაში, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატში დასაქმებულები სრულმასშტაბიანი გაფიცვას გამართავენ.
მაღაროს თანამშრომლები ხელფასის 30%-იან ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

კომპანია დასაქმებულებს ანაზღაურების მხოლოდ 5%-იან მატებას და სადღესასწაულო დღეებში, წელიწადში 4- ჯერ, 50 ლარის საჩუქრის სახით გადახდას დაჰპირდა. ხელფასის მატების საკითხის  კიდევ ერთხელ გადახედვას კი კომპანია  2019 წლის 1 იანვრიდან გეგმავს.

"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შეთავაზება თანამშრომლებისთვის მიუღებელია.

ანაზღაურების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მაღაროელები წელიწადზე მეტია ითხოვენ.



Print