ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2 410 აბიტურიენტი გამოეთიშა
FaceBook
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მის დაწყებამდე 2 410 აბიტურიენტი გამოეთიშა. ასეთია მე–12 კლასის საატესტატო გამოცდების შემდეგ
2018-tslis-saatestato-gamocdebze-minimaluri-zghvari-11-000ze-metma-mostsavlem-ver-gadalakha" target="_blank">დამდგარი შედეგი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოთიშულთა უმეტესი ნაწილი მე–12 კლასელია, ხოლო დანარჩენი ის პირები, ვინც საატესტატო გამოცდებზე გასულ წელს ჩაიჭრა.

"იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი – 1983", – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.

2018 წლის მისაღები გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს ივნისის პირველ ნახევარის შემდეგ შეეძლებათ, განრიგიც ივნისში გახდება ცნობილი, გამოცდები კი ივლისის თვეში ჩატარდება.

edu.aris.ge
Print