ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გუგლმა დიზაინი შეცვალა
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კომპანია "გუგლი" ულოცავს. საძიებო სისტემაში შესვლისას მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშა და მთიანი პეიზაჟი ჩანს. 

მასზე დაკლიკების შემთხვევაში კი მომხმარებელი 26 მაისის ძიების შედეგებზე გადადის.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.


Print