ახალი ამბები
საგამოფენო დარბაზში ვარლა იუბილარი მხატვრების გამოფენა გაიმართა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" იუბილარი მხატვრების გამოფენა გაიმართა.
რაჟდენ გუმბარიძემ, თამაზ ნიკოლეიშვილმა და თამარ ღარიბაშვილმა 65 და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნამუშევრებს თავი მოუყარეს და პუბლიკას წარუდგინეს.

"აღნიშნული მხატვრები ვანისა და თერჯოლის წარმომადგენლები არიან. საიუბილეო გამოფენაზე გამოიფინა ნარჩევი ნამუშევრები. რაც ერთგვარ შეჯამებად იქცა მათი შემოქმედების ", - აღნიშნა ქუთაისის(იმერეთის) მხატვართა კავშირის წარმომადგენელმა ავთანდილ სიხარულიძემ.



გამოფენაზე 90-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. როგორც ფერწერული ტილოები, ისე ჭედური ნამუშევრები, რომლებიც თამაზ ნიკოლეიშვილს ეკუთვნოდა.




პროექტის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ასევე თერჯოლისა და ვანის მუნიციპალიტეტები.



Print