ახალი ამბები
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქუთაისში ქუჩები გადაიკეტება
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და სამზადისის გამო ქუთაისში სატრანსპორტო მოძრობა შეიზღუდება.

ამ დროისათვის უკვე გადაკეტილია ცისფერყანწელთა ქუჩა. 25 მაისის ღამის საათებში და 26 მაისს ცენტრალური მოედნის ტერიტორიასა და ფალიაშვილის ქუჩის ნაწილზე გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე.

ცენტრალურ ნაწილში პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება, მოეწყობა XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, იქნება წარმოდგენები პანტომიმის და ნიღბებით შემოსული მსახიობების მონაწილეობით და ასევე, საბავშვო წარმოდგენები.

დაგეგმილია მომღერალთა კვარტეტის კონცერტი, სადაც ქუთაისის ფოლკლორისთვის დამახასიათებელ სიმღერებს შეასრულებენ.

ღონისძიბებისთვის ქუთაისის მერია 7000 ლარს დახარჯავს.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.


Print