ახალი ამბები
თეატრალურ ფესტივალზე ზესტაფონის თეატრის სპექტაკლს „თოლიას“ წარმოადგენენ
FaceBook
ქუთაისში თეატრალური ფესტივალის იმერეთი 2018 -ის ფარგლებში მორიგი სპექტაკლი გაიმართება.

24 მაისს წარმოდგენილი იქნება ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი "თოლია". ანტონ ჩეხოვის ცნობილი პიესის ინსცენირებას რეჟისორი ნინო ლიპარტიანი განახორციელებს.

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი 18:30 საათზე დაიწყება.

ფესტივალი 8 ივნისამდე გაგრძელდება. მაყურებელს კიდევ 13 სპექტაკლის ნახვა მოუწევს.

Print