ახალი ამბები
გვანცა დაშნიანის სიცოცხლის გადასარჩენად ახლობლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
გვანცა დაშნიანს სიცოცხლის გადასარჩენად ნათესავები და მეგობრები საზოგადოებას მიმართავენ. "გვანცა დაშნიანი უკვე ერთი წელია ებრძვის დაავადებას, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ დაადგინეს. ამის გამო ვერ მკურნალობენ სრულყოფილად.
ამ ეტაპზე გამოკვლევების ჩასატარებლად და სამკურნალოდ საჭიროა მისი თურქეთში გადაყვანა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
დღითიდღე მძიმდება მისი მდგომარეობა, ამიტომ მნიშვნელოვანია თანხების რაც შეიძლება მალე მობილიზება. მეგობრები და ახლობლები ვაგროვებთ თანხას. თქვენ მიერ გაღებული უმცირესი თანხაც კი გვანცასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მალე დაგვიბრუნდეს ჯანმრთელი. გავერთიანდეთ. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ძალებით შეგვიძლია დავეხმაროთ გვანცას!"

საჭირო თანხის შესაგროვებლად გადარიცხვა ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: საქართველოს ბანკი
მიმღები: გვანცა დაშნიანი ანგარიშის ნომერი: GE49BG0000000108327200GE / თიბის ბანკი, მიმღები: ლამარა ნიქაბაძე, ანგარიშის ნომერი: GE52TB0322045063622458
Print