ახალი ამბები
კულტურული ცხოვრება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების შესახებ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია გაიმართა. 
დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტმა, სალომე ჭანტურიძემ  1915-1917 წლების კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრა. 

კულტურული ცხოვრება მაშინ საკმაოდ აქტიური ყოფილა. 1915-1917 წლებში გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი "ქრისტინე", გამოქვეყნდა ლადო გუდიაშვილის ჩანახატი "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!", არსებობდა 20-მდე კაფე, რომელიც საზოგადოების კულტურული თავშეყრის ადგილი იყო. 

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი წარსული, ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ერთი საუკუნის წინ დემოკრატიული რესპუბლიკის დროს შეიქმნა და მინდა ვთქვა, რომ ქუთაისი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ამ პერიოდში. ის იყო თეატრალურ-სამწერლობო ღიაობის სივრცე, სადაც ფაქტობრივად ცისფერყანწელებმა დაიწყეს ცხოვრება და მოღვაწეობა და შემდგომ ეს რიტმი გადაეცა მთელ ქვეყანას", - ამბობს სალომე ჭანტურიძე. 

მოხსენება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს შეეხებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზებით ჩატარდა.
Print