ახალი ამბები
ქუთაისში კორპუსების შიდა ქსელების რეაბილიტაცია იწყება
FaceBook
ქუთაისის წყალმომარაგების პროექტს კორპუსებისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია დაემატა.

ეს სამუშაო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის თავდაპირველ პროექტს დაემატა. დამატებითი სამუშაო ქალაქის მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების სრულ რეაბილიტაციასა და საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული შიდა ქსელების განახლებას ითვალისწინებს.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს სამუშაოები წყლის დანაკარგებს შეამცირებს და სარდაფებში არსებულ ანტისანიტარიას აღმოფხვრის.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზა შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც კონტრაქტორი კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ კაციასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის,  გიორგი კობერიძის განცხადებით, პრობლემები, ფაქტობრივად, მოგვარებულია და სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. ამჟამად, მიმდინარეობს განხილვები დამატებითი სამუშაოსთვის პროექტის განახლებული ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
Print