ახალი ამბები
ქუთაისში მასწავლებელთა ყოფილი სახლის რეაბილიტაცია იწყება
FaceBook
ქუთაისში, მასწავლებელთა ყოფილი სახლის შენობის რეაბილიტაცია იწყება. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული სახლის შენობა რამდენიმე დღის წინ რეაბილიტაციის მიზნით შემოღობეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობა აუქციონის წესით გასულ წელს, 151 000 ლარად გაყიდა. მისი შემსყიდელი ირანული კომპანია "ეიჩპი ჯგუფია", რომლის კვალი ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ახლობელზე გადის.
მასწავლებთა სახლის ყოფილი შენობა, 5 წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა და ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ უბანში რეაბილიტაციის გარეშე რჩებოდა.

თეკლე მორგოშია
Print