ახალი ამბები
სამხედრო ტექნიკის გამოფენა და პერფორმანსი - 26 მაისის ღონისძიებები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურული, სპორტული  და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ღონისძიებები დილის 10:00 საათიდან, ცენტრალურ მოედანზე ტექნიკის გამოფენით დაიწყება.

12:00 სთ–დან პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმფონიური ორკესტრის დაუკრავს. მოეწყობა  ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ასევე,  ადგილობრივი მეწარმეების წარმოებული პროდუქციისა და 
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოების გამოფენა. 

12:00 სთ–დან ვერიკოს სკვერში მოეწყობა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და სპორტული სანახაობები, პანტომიმის თეატრისა და ნიღბების თეატრის მსახიობების კოსტუმირებული წარმოდგენები.

14:00სთ-დან ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე, მესხიშვილის თეატრის მსახიობების მონაწილოებით მოეწყობა  პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე. 

ღონისძიბები  რეაბილიტირებული უბანშ, 20:00 საათზე კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა  რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით  დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

Print