ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი შეწყდა
FaceBook
ქუთაისის მე-17-ე  ბაგა-ბაღში სწავლა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამო შეწყდა.

"ბავშვების უსაფრთხოების გამო შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი, რადგან ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვეწარმავლები, ამჟამად მუშაობენ სპეციალისტები," - ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-17- ე ფილიალში არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა. თუმცა, ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს უკავშირებენ.

"კალაპოტის წმენდის შემდეგ ქვეწარმავლებმა სავარაუდოდ თავშესაფარი აქვე მდებარე ბაღის ეზოში იპოვეს," - ამბობს წიტაიშვილი.

მე-17-ე  ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და სასწავლო პროცესიც ამის შემდეგ აღდგება.




Print