ახალი ამბები
ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები
FaceBook
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში რამდენიმე კულტურული ღონისძიება გაიმართება.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება, მოეწყობა XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, ასევე, იქნება წარმოდგენები პანტომიმის და ნიღბებით შემოსული მსახიობების მონაწილეობით, ასევე, საბავშვო წარმოდგენები.

ღონისძიებების ფარგლებში, მსახიობები განასახიერებენ აკაკი წერეთელსა და პირველ ქართველ კინომატოგრაფ, ვასილ ამაშუკელს.

დაგეგმილია მომღერალთა კვარტეტის კონცერტი, სადაც, ქუთაისის ფოლკლორისთვის დამახასიათებელ სიმღერებს შეასრულებენ.

ღონისძიებები დაგეგმილი ქალაქის ცენტრალური ბაღის და რეაბილიტირეული უბნის ტერიტორიაზე.

ღონისძიბებისთვის ქუთაისის მერია 7000 ლარს დახარჯავს.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა  რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით  დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 


Print