ახალი ამბები
უცხო ენის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 10%–ზე მეტი ჩაიჭრა
FaceBook
2018 წლის მე–12 კლასის უცხოური ენის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 10%–ზე მეტმა გამოცდა ვერ ჩააბარა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდა წარმატებით მოსწავლეთა 89%–ზე მეტმა ჩააბარა.

"ზღვარი წარმატებით გადალახა 89%-ზე მეტმა აპლიკანტმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას წელსაც პირდაპირ რეჟიმში აკვირდება.

სპეციალური ჯგუფის წევრები დღის განმავლობაში უყურებენ სხვადასხვა სკოლაში, საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას. ვიდეომონიტორინგი კონტროლის დამატებითი მექანიზმია და მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გამოცდის წესებთან შესაბამისობით მიმდინარეობა.

ამასთან, ვიდეომონიტორინგი თუნდაც უმნიშვნელო დარღვევების პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა. ხვალ, 22 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ", – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.

გამოცდების განრიგი ნახეთ აქ.
Print