ახალი ამბები
წყალტუბოს მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი სტუმრობს
FaceBook
წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს.

საგანგებოდ იუბილესათვის, გერმანიიდან წყალტუბოს მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი სტუმრობს.

ვიზიტის ინიციატორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გიორგი ქობულაშვილია. ღონისძიების მხარდამჭერია ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედი პროფესორი კლაუს ჰიპი. ჰიპსა და მის გუნდს სამუსიკო სკოლასთან მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს.

საიუბილეო საღამოზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის, შუბერტის, ჰაიდნის, ბაჰის, ბალანჩივაძისა და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს შეასრულებენ.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ელით არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი.

საღამოზე დასწრება თავისუფალია.

საიუბილეო საღამო 22 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "სპა რესორტის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

Print