ახალი ამბები
5 ივლისს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ენექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
ქუთაისში, მიმდინარე წლის 5 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს.

110/35/6 კვ ქვესადგურში "სათაფლია" დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.


"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - აცხადებენ "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში.
Print