ახალი ამბები
ქუთაისი სამოქალაქო კვირეულს - „დამოუკიდებლობის 100 წელი“ უმასპინძლებს
FaceBook
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
სამოქალაქო კვირეულს - "დამოუკიდებლობის 100 წელი" ქუთაისი 23 მაისს უმასპინძლებს.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკურისები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.

მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ 1918 წლამდე დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაციაზე, პირველ დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტების, კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, განათლების სისტემაზე, კულტურული ცხოვრებაზე, თვითმმართველობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.

დისკუსიებზე და სემინარებზე მოხდება იმდროინდელი რეალობის და მოვლენების ანალიზი ამჟამინდელ რეალობასთან მიმართებაში.

შეხვედრები საქართველოს 9 რეგიონში 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

კვირეული, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის  მიერ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან პარტნიორობით ტარდება.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.

Print