ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 26 მაისამდე არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისიდან 26 მაისამდე იმერეთის რეგიონში უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 14- დან 19 გრადუსამდე იქნება. ხოლო დღისით 26 გრადუსია ნავარაუდევი.

"შედარებით მზიან ამინდებს დასავლეთ საქართველოში 23-24 მაისს უნდა ველოდოთ. თუმცა, არამდგრადი ამინდები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, სტაბილურ და თბილ ამინდს დასავლეთ საქართველოში სავარაუდოდ, 26 მაისიდან უნდა ველოდეთ.
Print