ახალი ამბები
ქუთაისის საბავშო ბაღების თანამშრომლებმა შესაძლო გათავისუფლებაზე წერილობითი შეტყობინება მიიღეს
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა.

რეორგანიზაციის  თაობაზე საბავშვო ბაღების თანამშომლებს წერილობით ეცნობათ.
ქუთაისის მერიის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების ააიპ გაერთიანებაში დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა მოყვეს ცვლილებები და მათ შორის შემცირება.
"საქართველოს შრომის კოდექსით, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე შეტყობინება 45 კალენდარული დღით ადრე მიაწოდეოს დასაქმებულებს", - განმარტავენ აღნიშნულ გაერთიანებაში.  
ქუთაისის საკრებულომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესი გასულ კვირას დაამტკიცა.
აღნიშნულ დაწესებულებაში თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესს "ნაციონალი" დეპუტატი სასამართლოში გაასაჩივრებს.

თეკლე მორგოშია

Print