ახალი ამბები
მე-12 კლასელებს 27 მაისს ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის გავლა უფასოდ შეეძლებათ
FaceBook
მაისის თვის ტესტირებისათვის დარეგისტრირება იმ აბიტურიენტებსაც შეეძლებათ, რომლებმაც სადიაგნოსტიკო ტესტირება თებერვლის ან მარტის თვეში გაიარეს. აპლიკანტები ტესტის სრულიად ახალ ვერსიაზე იმუშავებენ. დავალებები მხოლოდ ამ პროექტისათვის შეიქმნა და არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტთათვის მონაწილეობა კი სრულიად უფასო იქნება. ისინი შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.seu.edu.ge 21 მაისის 16:00 საათიდან. დარეგისტრირება შეზღუდული იქნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ტესტირება აპრილის თვეში გაიარეს.

ზოგადი უნარების სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდება 27 მაისს, ორ სესიად, ქ. თბილისში მისამართზე: წინანდლის N9. სესიას (გამოცდის დროს) აპლიკანტი რეგისტრაციისას ირჩევს.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა 800 აპლიკანტს შეეძლება. ადგილების შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაიხურება
Print