ახალი ამბები
39 000 მდე მეთორმეტე კლასელმა დღეს სკოლა დაამთავრა
FaceBook
დღეს 39 000-მდე მეთორმეტე კლასელმა, ბოლო სასწავლო წელი დაასრულა.
სკოლადამთავრებულებს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებული და გააზრებული მომავლის შენებით გააძლიერებთ საკუთარი ქვეყნის განვითარებას! თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს!" - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

Print