ახალი ამბები
სოფელ ქვიტირში ხუთი ცხენი მოიპარეს
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ  ქვიტირში  ხუთი ცხენი მოიპარეს.
შემთხვევა ღამით მოხდა.

ცხენების მეპატრონეები ამბობენ, რომ გვიან ღამით ცხენები ეზოში ყავდათ დაბმული, დილით კი არც ერთი არ დახვდათ.

მოპარულ ცხენებს შორის ერთ-ერთი წლების განმავლობაში ფაეტონით ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
Print