ახალი ამბები
ქუთაისში დამ და მოკლა
FaceBook
ქუთაისში დამ და მოკლა. არსებული ინფირმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახში გარდაცვლილი მეუღლესთან , შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ სახლში მოსულს პოლიცია დახვდა და მას შემდეგ გაიგო მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ. სავარაუდოდ, დებს შორის კონფლიქტი არსებობდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გარდაცვლილი  67 წლის ქალია, ხოლო  დაკავებული მასზე ოთხი წლით უმცორსი. 

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.


Print