ახალი ამბები
ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
FaceBook
ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიება საპატრიარქოს ჩოხოსანთა იმერეთ-ქუთაისის ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით იმართება.

შეკრებაში ჩართული არიან სასულიერო პირები, პატრიარქის ნათლულები, მრავალშვილიანი დედები. მისალმებებისა და მცირე საკონცერტო ნომრების შემდეგ, ორის ნახევრისათვის თეატრიდან ბაგრატის ტაძრისაკენ მსვლელობა დაიწყება, სადაც მეუფე კალისტრატეს კურთხევით, გაენათის ეპარქიის მამები იკრიბებიან.

ჯვარდაუწერელი წყვილები ჯვარს დაიწერენ და შედგება ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონიალი.

17 მაისს ასევე აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სწორედ ამის შემდეგ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოცხადდა.

წელს, ლგბტ თემის წარმომადგენლები, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს არ აღნიშნავენ.

Print