ახალი ამბები
სკოლებში საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
FaceBook
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით განსხვავებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო არდადეგების თარიღები კლასების მიხედვით ასე გადანაწილდა: I კლასელებისთის საზაფხულო არდადეგები – 27 მაისს,  XII კლასელებისთვის - 20 მაისს, XI კლასელებისთვის 11 ივნისს, ხოლო ყველა დანარჩენი კლასის მოსწავლეებისთვის 15 ივნისს დაიწყება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საზაფხულო არდადეგების განსხვავებული თარიღებით დაწყებას კონკრეტული მოტოვები აქვს. კერძოდ, პირველკლასელები სწავლას 27 მაისს სასწავლო საათობრივი ბადის მიხედვით წყვეტენ.

"XI კლასელებმა ერთდორულად რომ არ იარონ სკოლასა და საატესტატო გამოცდებზე, მათთვის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ წელს ახალი ბრძანების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება არდადეგები 11 ივნისს დაწყებოდათ, რადგან საატეტსტაო გამოცდები 12 ივნისს იწყება, "- განგვიმარტეს სდაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლაოფიციალურად 15 სექტემბერს განახლდება. თუმცა, გამომდინარე იქედან რომ თარიღი უქმე დღეებს ემთხვევა, რეალურად საგაკვეთილო პროცესი 2018 წლის 17 სექტემბრიდან დაიწყება.






Print