ახალი ამბები
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიმართა
FaceBook
იმერეთში, თერჯოლის, სამტრედიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ფესტივალის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო.

ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელმა 5 დოკუმენტური ფილმი ნახა: "ხიდი ვადიზე", "შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან", "ელენეს ყურებით", "ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა" და "შემოდგომის ოქრო". ფილმების ჩვენებას რეგიონში 800 მეტი ადამიანი დაესწრო. ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა ცხოვრებას ასახავს.
"იმერეთის დოკუმენტური ფილმების" ფესტივალი დღეს ტყიბულში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალი პროექტის - "გამჭირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. ფესტივალი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა, ხოლო მუნიციპალიტეტებში ორგანიზება ახალგაზრდულმა ცენტრებმა გაუწიეს.

Print