ახალი ამბები
17 მაისს ქუთაისის ჩოხოსანთა სადროშო ცენტრალურ მოედანზე მსვლელობას მოაწყობს
FaceBook
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩოხოსანთა იმერეთ-ქუთაისის სადროშოს წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან.
შეკრებილები მსვლელობით გაემართებიან ბაგრატის ტაძრის მიმართულებით, სადაც მათ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მამები შეუერთდებიან.
ბაგრატის ტაძარში ჯვარდაუწერელი წყვილების ჯვრისწერა და ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონიალი გაიმართება.

"ძვირფასო ქუთათურებო,  17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ვისთვისაც ღირებულია საქართველო,ტრადიცია და ოჯახის ღირებულებები
12 საათზე ვიკრიბებით ცენტრალურ მოედანზე",- ნათქვამია ჩოხოსანთა იმერეთ - ქუთაისის სადროშოს პრესსსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 მაისს ასევე აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სწორედ ამის შემდეგ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოცხადდა.

წელს, ლგბტ თემის წარმომადგენლები, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ჰომოფობიასა  და ტრანსფობიის წინააღმდეგ  ბრძოლის დღეს არ აღნიშნავენ.

Print